პოლიტიკა
„ნუ წაართმევ ბავშვობას!“
FaceBook
„ნუ წაართმევ ბავშვობას“ - ამ სახელწოდების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა.

პროექტი შინაგან საქმეთაა სამინისტროს ინიციატივით ეწყობა  და ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრასა და ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეხება

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 18 დღიანი კამპანიის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატისა და დემოკრატიის ჩართულობის ცენტრის ქსელის თანამშრომლებთან  ერთად  საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სკოლები მოიარეს. შეხვდნენ ბავშვებს, მასწავლებლებს, მშობლებს და მათ ნაადრევი ქორწინების პრობლემატიკაზაე ესაუბრეს. 

მათი ინფორმაციით 2018 წელს ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულის 180 მდე შემთხვევა ფიქსირდება. ამავე პერიოდში დარეგისტრირდა 322 არასრულწლოვანი დედა. მართალია გასულ წლებტან შედარებით ეს ციფრები შემცირებულია, მაგრამ ნაადრევი ქორწინების ტრადიცია და შესაბამისად პრობლემა ისევ ძალაშია.
„სანამ იქნება თუნდაც ერთი ასეთი შემთხვევა მანამ არ უნდა მოდუნდეს არავის ყურადღება ამ საკითხის გარშემო“, -  ითქვა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს ნაადრევ ქორწიენბაზაე როგორც დანაშაულზე, ასევე მის ფსიქოსოციალურ მიზეზებსა და შედეგებზე რომელსაც უმეტეს შემტხევაში არასასურველი გაგრძელება აქვს. გამოიხატება არასრულწლოვნის მძიმე ორსულობაში, ფსიქიკურ  და სოციალურ პრობლემებში, არაიშვიათად ოჯახურ ძალადობაში, განათლებისა და პროფესიის  გარეშე დარჩენილი მცირეწლოვანი დედის მძიმე ეკონომიკურ ყოფაში. 

ნაადრევ ქორწინებას უმეტესად სოციალური სიდუხჭირე განაპირობებს, ასევე ტრადიცია და რელიგია. ამასთან ერთად არასრულწლოვნის ნებაყოფლობიტ ადგადგმული ნაბიჯიც 
„სწორედ ამას ემსახურება ჩვენი კამპანია რომ არც ერთი მიზეზით არ გადაიდგას ეს ნაბიჯი და მიეწოდოს სწორი ინფორმაცია ბავშვებს, პედაგოგებს და მათ მშობლებს“, - აღნიშნეს შსს-ს წარმომადგენლებმა. 



Print