პოლიტიკა
''გადახდას არ ვაპირებ'' - ქუთაისიდან თბილისში მგზავრის ჩაყვანის გამო დაჯარიმებული ტაქსისტი
FaceBook
ქუთაისელი ტაქსის მძღოლი, თბილისში მანქანის ფერის და ლიცენზიის არ ქონის გამო  200 ლარით დააჯარიმეს.
ხვიჩა მამასახლისის თქმით, მან სატაქსო რეგულაციების შესახებ არაფერი იცოდა.

''მარტოხელა კაცი ვარ, ვიფიქრე, ორ კაპიკს ვიშოვითქო, ამ კანონის შესახებ არაფერი ვიცოდი თორემ თბილისში საერთოდ არ წავიდოდი. ჯერ გავეფრთხილებინეთ და მერე დაეწერათ ეგ 200 ლარიანი ჯარიმა.  გადახდას არ ვაპირებ, ვფიქრობ, რომ უსამართლოდ დაწერილი ჯარიმაა'',- ამბობს ტაქსის მძღოლი ხვიჩა მამასახლისი.

თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის უფროსის, მირიან ლაბანიძის განმარტებით, იმ მუნიციპალიტეტების ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც თუნდაც ერთჯერადად ჩამოჰყავთ მგზავრი თბილისში, უნდა გააჩნდეთ ლიცენზია.

„თუ სხვა რაიონის ტაქსისტი ემსახურება თბილისში მომავალ ადამიანს, ამ შემთხვევაში მას უნდა გააჩნდეს ლიცენზია ან არ გაუწიოს მომსახურება თბილისში მომავალ მგზავრს და იმოძრაოს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც შესაბამისი საბუთი არ არის საჭირო, ლიცენზიის წლიური ღირებულება მსუბუქი ავტომობილისთვის 100, ელექტრო მანქანისთვის 50, ხოლო ჰიბრიდისთვის 0 ლარია. გარდა ამისა ლიცენზიის აღებისთვის აუცილებელია ტაქსი იყოს ოთხ კარიანი და წელიწადში ორჯერ გაიაროს ტექნიკური დათვალიერება, 2 კარიანი ავტომებილები ვერ შეძლებენ ტაქსის ლიცენზიის მიღებას.“- განაცხადა მირიან ლებანიძემ.

ხვიჩა მამასახლისის თქმით, ის  ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს.



Print