პოლიტიკა
წყალქცევა ქუთაისის ქუჩებში (ფოტო)
FaceBook

ქუთაისში, წყლის მილების დაზიანების გამო აღმაშენებლის გამზირსა და ჯიბლაძის ქუჩაზე  ერთ კვირაზე მეტია წყალი  იქცევა.


"აღმაშენებლზე ისეთი  სიტუაციაა, ვერ გაივლი იმდენი წყალი დგება. თავის მხრივ, ეს მილებიც გასაკეთებლია და  გზის საფარიც ფუჭდება. ნუთუ ეს  დღეები არავის არ გაუვლია ვისაც ამის მოგვარება ეხება, რა გახდა ამ მილების გამოცვლა არ ვიცი. წყალკანალში რამდენჯერ დავრეკეთ, მაგრამ ამბობენ ამ პრობლემის მოგვარება ჩვენი საქმე არ არისო, ყველა ერთმანეთს აბარალებს", -ამბობს აღმაშენებლის გამზირის მკვიდრი მამუკა ყურაშვილი.


აღმაშენებლის გამზირზე წყალი ორი კვირაა იქცევა

აღმაშენებლის გამზირის მსგავსად, მილები დაზიანებულია ჯიბლაძის ქუჩაზეც, რის გამოც ქუჩის ნაწილი იტბორება. შექმნილი მდგომარეობის გამო მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს.

"ვცდილობ ისე შემოვუარო გზას, რომ არ დავსველდე. ძალიან არასასიამოვნოა ასე გადაადგილება. მარტივი ამბავია ამის გაკეთება, მაგრამ თავს არ იწუხებენ", - ამბობს ომარ ლანჩავა.



ჯიბლაძის ქუჩა

საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრში ამბობენ, რომ ადგილზე შესაბამისი სამსახური მივა და ვითარების შესწავლის შემდეგ გარკვეულ ზომებს მიიღებს.

Print