პოლიტიკა
9 ნოემბერს, ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ნინო სურგულაძე იმღერებს
FaceBook
9 ნოემბერს, ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
მათ შორის იქნება ნინო სურგულაძე. 


"იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მსოფლიო ვარსკვლავის ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდიდან ნატვრის ხე - Desire Tree რამდენიმე დღის წინ ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში ნინო სურგულაძესთან ერთად კონცერტს მსოფლიო ვარსკვლავები გამართავენ", - ნათქვამია  იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კონტერტზე შემოსული თანხა სრულად გადაეცემა იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მძიმედ დაავადებულ ბავშვებს, რომელთაც საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებათ.

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” 2014 წელს დაფუძნდა
Print