პოლიტიკა
"რა ვაჭამო ამ თვეში შვილებს" - დაპირისპირება ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ 75 ოჯახს  ერთი თვის დახმარება არ აუღიათ, რის გამოც ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოში მივიდნენ და ხელმძღვანელისგან პასუხის მიღება  ადგილზე სცადეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

“რა ვაჭამო ამ თვეში შვილებს, საიდან რა მოვიტანო არ ვიცი,არც გაგვაფრთხილეს ისე მოგვიხსნენს, მოვედით და ტყუილად დგახართ აქ სახლში წადით აგენტს დაელოდეთო, აქედან მერიის წინ გადავალთ, იქ შევიკრიბებით და გზას გადავკეტავთ, მანამდე არ დავიშლებით სანამ არ ჩაგვირიცხავენ თანხას", - ამბობს სოციალურად დაუცველი თამთა ფურცხვანიძე, რომელსაც დახმარება 21 ოქტომბერს უნდა მიეღო.




სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველობის თანხა როგორც კი ენიშნება ოჯახს, ერთ-ერთი პირობა მატი ხელახალი გადამოწმებაა. 


"ამ ოჯახების გადამოწმება ხდება სისტემატიურად, ამ მიზეზით არის შეჩერებული, თანხა არ დაიკარგება შემდეგ თვეში დაერიცხებათ, შეღავეთებით კი, ამ თვეშიც შეუძლიათ ისრგებლონ, აგენტები დღესვე შეამოწმებენ ოჯახებს, რომელებსაც შეუჩერდათ თანხის მიღება”, - განუმარტა სააგენტოში  მისულებს  სოციალური მომსახურების იმერეთის სამხარეოს უფროსმა ნინო ჭიღლაძემ.



Print