პოლიტიკა
ქუთაისში ე.წ კოლხური შადრევნის რეკონსტრუქცია იგეგმება
FaceBook
ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე არსებული ე.წ კოლხური შადრევნის რეკონსტრუქცია იგეგმება.
შადრევნის რეკონსტრუქციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შესადგენად ქუთაისის მერიამ ელექტრონული ტენდერი (NAT190019964) მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 000 ლარია. 

დაზიანებულია შადრევნის მოპირკეთების ფილები; გასამართია ელ. მომარაგების და განათების სისტემები; წყლის მიწოდების სისტემა საჭიროებს დახვეწა-გამართვას.

წინადადებების მიღება ამავე თვის 25 ოქტომბერს იწყება და სამ დღეში, 28 ოქტომბერს მთავრდება.

არქიტექტორ, დავით გოგიჩაიშვილის მიერ დაპროექტებული შადრევანი, რომელზეც 30 მოოქროვილი კოლხური ქანდაკებაა დადგმული, ქუთაისის ბიუჯეტს 3 მილიონ ლარამდე დაუჯდა. ის 2011 წელს საზეიმოდ მიხეილ სააკაშვილმა გახსნა, სადაც განაცხადა,  რომ "კოლხური შადრევანი" მისი საყვარელი შადრევანი იქნებოდა.
Print