პოლიტიკა
ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
FaceBook

ჭიათურაში, მადნეულის ღია კარიერის წესით მომპოვებელი კომპანიების წარმომადგენლები თავიანთი საქმიანობის უფლების შეჩერებას აპროტესტებენ.


მათ ჭიათურის მერიის წინ აქცია გამართეს და საქმიანობის უფლების აღდგენა მოითხოვეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

 


საშუამავლო კომპანია „მანგანუმლოჯისტიკის“ ხელმძღვანელი ნოდარ მიქაბერიძე აცხადებს, რომ კონტრაქტებს ვადა გაუვიდა და პრობლემა ამან გამოიწვია. ის ამბობს, რომ კომპანია მზად არის, გააფორმოს ხელშეკრულებები იმ კომპანიებთან, რომლებიც შესაბამის განაცხადს შეიტანენ.


ჭიათურის მერიაში ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ჭიათურის მუნიციპალიტეტში მადნით დატვირთული ავტომობილებით მოძრაობა აიკრძალა. მადნის გადატანა მხოლოდ რკინიგზით არის შესაძლებელი.
Print