პოლიტიკა
„ეს არის გამოძიების გადასაწყვეტი - კომპანია მაღაროში დაღუპული მუშის ოჯახის კომპენსაციაზე
FaceBook

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ ჯერ არ იციან გადაუხდიან თუ არა 17 ოქტომბერს დარკვეთის მაღაროში დაღუპული მუშის ოჯახს კომპენსაციას.


„კომპენაციის დანიშვნის საკითხი არის გამოძიების გადასაწყვეტი. გამოძიება ადგენს კომპენსაციის ოდენობასაც", - უთხრა ქუთაისიპოსტს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა აკაკი გოგიჩაიშვილმა.


„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, მაღაროში უსაფრთხოების ნორმები დარღვეული არ ყოფილა, რადგან უბანი ორი თვის წინ შემოწმდა.


ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, მაღაროში მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაიცავალა. ის მაღაროში 2018 წლიდან მუსაობდა. დაღუპული მამაკაცი წყალტუბოდან იყო, ჭიათურაში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელში ცხოვრობდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 240–ე მუხლითა დაწყებული, რაც სამთო–სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

“ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გარდა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას და ვარციხე ჰესს ფლობს. საწარმოს მუშაობის შედეგად ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევამ გარემოს 60 მილიონზე მეტი ზიანი მიაყენა.



ამავე თემაზე:

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

ვინ არის მუშა, რომელიც ჭიათურის მაღაროში დაიღუპა

მაღარო, სადაც მუშა დაიღუპა 2 თვის წინ შემოწმდა - "ჯორჯიან მანგანეზი"

Print