პოლიტიკა
ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა
FaceBook
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა დაიღუპა.
შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. ინფორმაციას ადასტურებს პროფკავშირების თავმჯდომარე პაატა სამხარაძე.

მისი ინფორმაციით, შემთხვევა გვირაში მოხდა, თუმცა განმარტავს, რომ ამ ეტაპზე დეტალები არ იცის და შემთხვევის ადგილზე მიდიან.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 240–ე მუხლით, რაც სამთო– სამშენებლო  ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
Print