პოლიტიკა
სკოლები, იმერეთში სადაც მოსწავლეები არ არიან
FaceBook
იმერეთის რეგიონში ორი საჯარო სკოლა მოსწავლეების არ არსებობის გამო არ ფუნქცნიონირებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენასა და ტყიბულის მუნიციპალიტეტ სოფელ ოჯოლის საჯარო სკოლაში 0 ბავშვი ირიცხება.

ტყიბულის რესურცეტრის ხელძღვანელის, ირინა კორძაიას თქმით, ბოლო წელს ოჯოლის სკოლაში ერთი მესამე კლასელი მოსწავლე სწავლობდა, რომელიც მობილობით სხვა სკოლაში გადავიდა.

"დაბალკონტიგენტიანი სკოლები გვაქვს ტყიბულის ორ სოფელში - ციხისა და ძიროვანში, სადაც ხუთი მოსწავლე სწავლობს", - ამბობს ირინა კორძაია. 

წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა ჩხეტიანის თქმით წყალტუბოში დაბალოკნტიგენტინი სკოლები, ძირითადად, მაღალმთიან სოფლებშია. მაღალმთიანი სოფელია მექვენაც, სადაც მოსწავლეების არ არსებობის გამო სკოლა ფუნქცუიონირება შეწყვიტა, თუმცა მამუკა ჩხეტიანის თქმით ერთი მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვისთანავე, ის ფუნქციონირებას განაახლებს. 

საქართველოში არსებული მზარდი მიგრაციის გამო დაბაკონტიგენტიანი სკოლები საქართველოში ბევრია. მიმდინარე წელს, პირველკლასელების გარეშე იმერეთის 30 სკოლა დარჩა. ქვეყნის მასშტაბით კი ეს ციფრი 108-ია.



ამავე თემაზე:


სკოლა იმერეთში, რომელიც პირველკლასელების გარეშე დარჩა

სკოლა, სადაც პირველი ზარი მხოლოდ ორი მოსწავლისთვის დაირეკა (ვიდეო)

Print