პოლიტიკა
უფუნქციოდ დარჩენილი პარლამენტის შენობის მოვლა 690 000 ლარი დაჯდა
FaceBook
ქუთაისში მიტოვებული საქართველოს პარლამენტის შენობა ბიუჯეტს 690 000 ლარი დაუჯდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, 8 თვეში, უფუნქციო შენობის კომუნალურებში უკვე თითქმის 700,000 ლარია გადახდილი.

"ამ დროს წელს სულ 400,000 დაიხარჯება ქუთაისში ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე და 150,000 საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოზე", - წერს ფლანგვის დეტექტორი.

თავად პარლამენტის შენობის აშენებაში, რომელიც 2012 წელს დასრულდა, 326 მილიონი ლარი დაიხარჯა. პარლამენტის შენობის შენახვაში წელიწადში საშუალოდ 1.2 მილიონ ლარი იხარჯებოდა. 


2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ხედვით, პარლამენტის შენობა საკონფერენციო დარბაზად უნდა გადაკეთდეს. მანამდე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილმემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი განთავსდება.
Print