პოლიტიკა
გააგრძელებენ თუ არა "ტორპედოს" ფეხბურთელები ვარჯიშს 14 ოქტომბერს გაირკვევა
FaceBook
საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფეხბურთელები და კლუბის დირექტორს  14 ოქტომბერს შეხვდებიან, რა დროსაც გადაწყდება განაახლებენ თუ არა ფეხბურთელები ვარჯიშს კლუბის სახელით.

"ორშაბათს ჩამოვა ყველა ის ფეხბურთელიც, ვინც სხვა ქალაქშია წასული. დავსხდებით, მოვილაპარაკებთ და გადაწყდება ყველაფერი", - ამბობს კლუბის დირექტორი, თემურ ჩეჩელაშვილი. 

„ტორპედოს“ ფეხბურთელებმა კლუბში შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო ვარჯიში შეწყვიტეს და თამაშზე უარს აცხადებენ. ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნებას ინვესტორის გამოჩენამდე არ აპირებენ. მათი თქმით, კლუბში გაუსაძლისი მდგომარეობაა, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.


ტორპედოში“ რამდენიმე თვეა ფინანსური კრიზისია. სახელფასო დავალიანების გამო, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ქუთაისური კლუბი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს. კლუბის გულშემატკივრები, ფინანსების მოსაძიებლად, ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდთან შუამდგომლობის ვალდებულებას ქუთაისის მერს აკისრებენ. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას კლუბში არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირება რომ მოეხდინა, მდგომარეობა ასე არ გამწვავდებოდა.



ამავე თემაზე:


"ტორპედოს" ახალი დირექტორი გუნდის წევრებს შეხვდა

"ქუთაისის მერია „ტორპედოს“ ვალით არ დაიბრუნებს"

ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ წელიწადში
Print