პოლიტიკა
ხარაგაულში მუშის გარდაცვალების შემდეგ კომპანიას სამუშაო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა
FaceBook
ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას მუშის დაღუპვის შემდეგ კომპანიას სამუშაო პროცესი შეუჩერდა და 50 000 ლარით დააჯარიმეს.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ უბედური შემთხვევის მოკვლევის შედეგად შრომის ინსპექციამ უსაფრთოების წესების დარღვევა გამოავლინა.

კერძოდ, სამუშაოს წარმოებისას გამოიყენებოდა დაზიანებული, ამორტიზებული, ტექნიკურად გაუმართავი მძიმე ტექნიკა, სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფა, საფრთხეების არასწორი/არასრულყოფილი იდენტიფიცირება და ა.შ.

"აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მიერ, მიმდინარე წელს არაერთგზის განხორციელდა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ფილიალის ობიექტების ინსპექტირება, რის საფუძველზეც კომპანის მიმართ გამოყენებულ იქნეა სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სახდელი. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ კომპანიაში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრება.  შრომის ინსპექცია მოუწოდებს ყველა დამსაქმებელს, მოხდეს შრომის უსაფრთოების კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვა სამუშაო ადგილებზე, წინააღმდეგ შემთვევაში შრომის ინსპექცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რათა მოხდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლების- უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა", - აცხადებენ შრომის ინსპექციაში. 

ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელ გვირაბის გაყვანითი სამუშაოებისას, რომელსაც ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ფილიალი აწარმოებს საქართველოში, უბედური შემთვევა, მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს მოხდა, რასაც მოჰყვა ერთი დასაქმებულის გარდაცვალება.
Print