პოლიტიკა
ERASMUS+ის პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად წერეთლის უნივერსიტეტში კონკურსი გამოცხადდა
FaceBook
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ის პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად საფრანგეთის INSA RENNES ინსტიტუტში კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობების სტუდენტებს. ასევე, აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს.

სწავლების ენა ფრანგულთან ერთად ინგლისურიცაა.

რაც შეეხება საჭირო დოკუმენტებს: სტუდენტებისათვის:

1. CV https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae

2. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე)

3. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

4. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი

5. სასწავლო ხელშეკრულება 

სამაგისტრო პროგრამები იხილეთ: https://www.insa-rennes.fr/syllabus-descriptions.html

6. დიპლომის ასლი

7. ნიშნების ფურცელი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

8. სტუდენტის ცნობა (ქართულ და ინგლისურ ენებზე) პერსონალისათვის:


საბუთების მიღება იწარმოებს აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში 2019 წლის 29 ოქტომბრამდე. დაინტერესებულმა პირებმა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს, III კორპუსი V სართული ოთახი 350.
Print