პოლიტიკა
ქუთაისში მდინარე ოღასკურის ნაპირი დაბინძურებულია
FaceBook

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრებლები მდინარე ოღასკურის ნაპირზე არსებულ ანტისანიტარიას უჩივიან.


ადგილობრივების თქმით, დაბინძურებული მდინარის ნაპირი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

,,მდინარე რომ ადიდდება, რაც მასში ნაგავია ჩაყრილი, ყველაფერი ნაპირზე რჩება. საშინელი  სიბინძურეა. ოღასკურაზე საკანალიზაციო მილებია მიერთებული. ისეთი ანტისანიტარიია,ბიჭები  რომ თევზაობენ, იქედან ამოყვანილ თევზსაც კი ვერ ვჭამთ," - ამბობენ ხარებავას ქუჩაზე მცხოვრებლები.


ააიპ ,,სპეციალურ სერვისებში’’ ამბობენ, რომ მდინარის დაბინძურება 28-29 სექტემბერს მომხდარმა სტიქიამ გამოიწვია. უწყების ინფორმაციით,  უკვე მეოთხე დღეა მთელი ქალაქის მასშტაბით სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ,,სპეციალურ სერვისებში’’ განმარტავენ, რომ იწმინდება სანიაღვრე ქსელები და მოსახლეობის დაბინძურებული ეზოები. რამდენიმე დღეში კი მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოებიც დაიწყება.


,,პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება. რაც შეეხება მდინარეში ჩაყრილ ნაგავს, მოსახლეობას ვთხოვთ, გამოიჩინონ მეტი სამოქალაქო კულტურა და ნუ აქცევენ მდინარის ხეობას ნაგავსაყრელად’’- ამბობენ ააიპ ,,სპეციალურ სერვისებში’’.

Print