პოლიტიკა
ტყიბულში მეშახტეებს ხელფასები დაერიცხათ
FaceBook
ტყიბულში, შახტის თანამშრომლებს ახალმა ინვესტრმა ხელფასები დღეს, 1 ოქტომბერს დაურიცხა.
"დავალიანება დაფარულია, ყველას ჩაგვირიცხეს ხელფასი'', - ამბობს მეშახტე ხვიჩა გაბუნია.


შახტის თანამშრომლებს სექტემბრის თვის ხელფასი ამ დრომდე არ ქონდათ აღებული, რის გამოც ტყიბულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.  გაფიციულები ხელფასების გარდა, 13 თვის წინ გაჩერებული შახტებს ამუშავებასაც ითხოვდნენ.

მეშახტეები პერიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ადგილზე ჩასვლას ითხოვდნენ, თუმცა, მისი  დავალებით, აქციის მესამე დღეს   ტყიბულში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა,  საქნახშირი "ჯი-აი-ჯის"  დირექტორი და შახტის ახალი ინვესტორი "სტილ ინტერნეიშენალ ტრეიტ" კომპანის წარმომადგენლების ჩავიდნენ.

შეთანხმების მიხედვით, მეშახტეებს ხელფასი სწორედ დღეს უნდა დაერიცხოს, ხოლო ნოემბრიდან შახტებში მოპოვებითი სამუშაოები უნდა დაიწყოს.



ამავე თემაზე
:

"იმედია სახელმწიფო დანაპირებს შეასრულებს'' - მეშახტეები დღის მეორე ნახევარში ხელფასს ელოდებიან


მეშახტეების და მინისტრის შეხვედრა დასრულდა - რა დაპირებები მიიღეს მეშახტეებმა

მეშახტეების სამ პუნქტიანი მიმართვა გაფრთხილება პრემიერ- მინისტრს

"სოლიდარობა მეშახტეებს" - საპროტესტო მსვლელობა ტყიბულში (ვიდეო)
Print