პოლიტიკა
,,იმედია სახელმწიფო დანაპირებს შეასრულებს'' - მეშახტეები დღის მეორე ნახევარში ხელფასს ელოდებიან
FaceBook
ტყიბულის შახტის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების დაფარვას, დაპირებისამებრ, 30 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.
"დღეს იმედი გვაქვს, რომ დაგვერიცება ხელფასი და შემდეგ თანმიმდევრულად შეასრულებენ თავიანთ პირობას", - ამბობს მეშახტე ხვიჩა გაბუნია. 

შახტის თანამშრომლებს სექტემბრის თვის ხელფასი ამ დრომდე არ აუღიათ, რის გამოც  ტყიბულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.  გაფიციულები ხელფასების გარდა, 13 თვის წინ გაჩერებული შახტებს ამუშავებასაც ითხოვდნენ. 

მეშახტეები პერიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ადგილზე ჩასვლას ითხოვდნენ, თუმცა, მისი  დავალებით, აქციის მესამე დღეს   ტყიბულში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა,  საქნახშირი "ჯი-აი-ჯის"  დირექტორი და შახტის ახალი ინვესტორი "სტილ ინტერნეიშენალ ტრეიტ" კომპანის წარმომადგენლების ჩავიდნენ. 

შეთანხმების მიხედვით, მეშახტეებს ხელფასი სწორედ დღეს უნდა დაერიცხოს, ხოლო ნოემბრიდან შახტებში მოპოვებითი სამუშაოები უნდა დაიწყოს.  




ამავე თემაზე
:

მეშახტეების და მინისტრის შეხვედრა დასრულდა - რა დაპირებები მიიღეს მეშახტეებმა

მეშახტეების სამ პუნქტიანი მიმართვა გაფრთხილება პრემიერ- მინისტრს

Print