პოლიტიკა
პოლიციამ ნარკოტიკების შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
FaceBook

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული ბ.ჩ. დააკავა.


იგი საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს.

პოლიციი ინფორმაციით ბ.ჩ. წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.

 

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება „მეტადონის“ შემცველი 10 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Print