პოლიტიკა
დატბორილი სახლები და დახოცილი შინაური ფრინველები – საგანგებო სამსახურში ამდროისთვის 30–მდე შეტყობინება შევიდა
FaceBook
ქუთაისში, ძლიერი წვიმის გამო  გორას  დასახლებაზე სახლები დაიტბორა,
დაიბზარა ორ ოჯახში პირველი სართულის კედელი და ეზოებში უამრავი შინაური ფრინველია დამხრჩვალი.

საგანგებო სიტუაციების მართვით სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის 30-მდე შეტყობინება შევიდა. 

"ძირითადად დატბორილია სახლის პირველი სართულები”,  - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა.

მათ შორის, დატბორილია რუსთაველის ახლადრეაბილიტირებული ქუჩა, სადაც სანიაღვრეებმა წყლის ძლიერი ნაკადი ვერ გაატარა.

გართულებულია ფეხით მოსიარულეთა გადადგილება. ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე შექმნილია საცობი.

ძლიერი წვიმის გამო შეფერხებით მუშაობს ტრანსპორტიც.



ამავე თემაზე:

ძლიერი წვიმის გამო ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა

დატბორილი გზები და წყალში "მოცურავე" ავტომანქანები ქუთაისში (ვიდეო)

Print