პოლიტიკა
დატბორილი გზები და წყალში "მოცურავე" ავტომანქანები ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა.
მათ შორის, დატბორილია რუსთაველის ახლადრეაბილიტირებული ქუჩა, სადაც სანიაღვრეებმა წყლის ძლიერი ნაკადი ვერ გაატარა.

გართულებულია ფეხით მოსიარულეთა გადადგილება. ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე შექმნილია საცობი.




ააიპ სპეციალური სერვისების ხელმძღვანელი კოტე  ჯავახაძე განმარტავს, რომ უხვი  ნალექის გამო  სანიაღვრე ვერ ასწრებს  გატარებას, რის გამოც ასეთი მდგომარეობაა შექმნილი.  

"პერმამენტულ რეჟიმში მიდის სანიაღვრეების გაწმენდა, მაგრამ იმედენად უხვი ნალექია, რომ მილების ვერ ასწრებს მის გატარებას. ფაქტიურად სტიქია  ქვია ამას. წვიმის  გადაღებიდან 5 წუთში არსად არ ადგას წყალი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ  ღვარსადენი მუშაობს, უბრალოდ  ვერ ატარებს ამ მოცულობის წყალს", – ამბობს კოტე ჯავახაძე.
Print