პოლიტიკა
"ახალი სისტემით გადავალთ ევროპულ პოლიტიკაზე"- საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ქუთაისში
FaceBook
საკონსტიტუციო ცვლილებებით ,, ქართული ოცნება'' მოსახლეობას სთავაზობს სტაბილურობას, ქვეყანაში პიროვნული დაპირისპირების დრო უნდა დასრულდეს
- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძე განაცხადა, რომელიც ქუთაისში, აკაკი წერეთლი სახელმწიფო უნივერსიტეტში, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას ესწრება.


"ჩვენ, როგორც დემოკრატიულმა ხელისუფლებამ, გადავწყვიტეთ  ჩავატაროთ პროპორციული არჩევნები 2020 წელს, ნულოვანი ტიპის ბარიერით. ახალი სისტემით გადავალთ ევროპულ პოლიტიკაზე, ქართული ოცნება ამ ნაბიჯით სთავაზობს მოსახლეობას სტაბილურობას, ქვეყანაში პიროვნული დაპირისპირების დრო უნდა დასრულდეს,  ეს სისტემა უზრუნველყოფს რეალური პარტიის ჩამოყალიბებას. ჩვენ, გვჯერა ისეთი დემოკრატიის, რომელიც საზოგადოების აზრს ეფუძნება. დღეს დაპირისპირების პოლიტიკა უფროა, ვიდრე თანამშრომლობის, ჩვენ ვენდობით ხალხის გადაწყვეტილებას'' - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ორი კომისია და ცვლილებების ორი ვარიანტი შეიქმნა.

უმრავლესობის მიერ შემუშავებულ ცვლილებებთან ერთად, საჯარო განხილვებზე წარმოდგენილი იყო  ოპოზიციის პროექტიც. მმართველი გუნდი და უმცირესობა თანხმდება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა გაიმართოს, თუმცა, ოპოზიცია  არ ეთანხმება უმრავლესობის შეთავაზებას ნულოვანი ბარიერის შესახებ. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები 3%-იანი ბარიერითა და ბლოკების დაშვებით უნდა ჩატარდეს.

ქუთაისი მეცხრე ქალაქია სადაც საკონსტიტუციო პროექტის საჯარო  განხილვა მოეწყო. ცვლილებათა პროექტს კანონმდებლები 28 სექტემბერს ამბროლაურში წარადგენენ. პროცესი 30 სექტემბერს თბილისში დასრულდება.
Print