პოლიტიკა
ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო
FaceBook

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო.


ცვლილებათა პროექტს დაინტერესებულ პირებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გააცნობს.

განხილვას ესწრებიან ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები, ქალაქის მერი და საკრებულოს წევრები.

 

საჯარო განხილვაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.


როგორც ცნობილია,  საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ორი კომისია და ცვლილებების ორი ვარიანტი შეიქმნა.


უმრავლესობის მიერ შემუშავებულ ცვლილებებთან ერთად, საჯარო განხილვებზე წარმოდგენილია ოპოზიციის პროექტიც.


მმართველი გუნდი და უმცირესობა თანხმდება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა გაიმართოს, თუმცა, ოპოზიცია  არ ეთანხმება უმრავლესობის შეთავაზებას ნულოვანი ბარიერის შესახებ. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები 3%-იანი ბარიერითა და ბლოკების დაშვებით უნდა ჩატარდეს.


ქუთაისი მეცხრე ქალაქია, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო  განხილვა ეწყობა. ცვლილებათა პროექტს კანონმდებლები 28 სექტემბერს ამბროლაურში წარადგენენ. პროცესი 30 სექტემბერს თბილისში დასრულდება.

Print