პოლიტიკა
სამთვიანი ბოიკოტის შემდეგ, ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციის ნაწილი დაბრუნდა
FaceBook

სამთვიანი პროტესტის შემდეგ, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდებოდა, სხდომებზე დაბრუნდა "ევროპული საქართველო".


"სამი თვის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავბრუნდეთ სხდომებზე და აქტიურად ვიქნებით ჩართული ყველა აქტუალურ საკითხში"-განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა მერაბ მეშველიანმა.

სხდომაზე არ გამოჩენილან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები.

ქუთაისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე 12 საკითხს განიხილავს.


საკრებულოს ხუთმა დეპუტატმა, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, საკრებულოს მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას შუერთდნენ. სამთვიანი უწყვეტი აქციების მიუხედავად, გიორგი გახარია არათუ თანამდებობიდან გადააყენეს, არამედ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნეს.

Print