პოლიტიკა
გაფიცული მეშახტეები გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ
FaceBook

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.


ისინი ტყიბულის მერიასა და საკრებულოს მოუწოდებენ, მათი პროტესტის ხმა  ხელისუფლებას მიაწვდინონ.

“მოგვაქციონ ყურადღება, პასუხი გაგვცენ რას  გვიპირებენ და რას უპირებენ ტყიბულს. ჩვენ არ ვიბრძვით  მხოლოდ ხელფასებისთვის. ჩვენი მოთხოვნაა, გაგარკვიონ რა მომავალი აქვს ტყიბულს და შახტს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გაფიცულმა მეშახტეებმა პრემიერ-მინისტრის სახელზე სამ პუნქტიანი მიმართვა უკვე გააგზავნეს. ვრცელ წერილში მეშახტეები მთავრობის მეთაურს შახტში დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრების  მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე  აწვდიან ინფორმაციას და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის რადიკალური ფორმების გამოყენების შესახებ აფრთხილებენ.

ტყიბულში მეშახტეების აქცია დღეს დილიდან განახლდა. გაფიცულების ნაწილი შახტში იმყოფება და პროტესტის ნიშნად არ ამოდის. ნაწილი კი მერიის შენობის წინ არის შეკრებილი.

გაფიცულები შახტის მმართველი კომპანიისგან სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. 1000-მდე მეშახტეს ამ დრომდე არ მიუღია აგვისტოს თვის ხელფასი. კომპანაის მათ წინაშე ერთ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.


ამავე თემაზე:

პროტესტის მეორე დღე ტყიბულში (ფოტო)

გაფიცული მეშახტეებისა და "საქნახშირის" წარმომადგენლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

მეშახტეების სამ პუნქტიანი მიმართვა და გაფრთხილება პრემიერ-მინისტრს

"სოლიდარობა მეშახტეებს" - საპროტესტო მსვლელობა ტყიბულში (ვიდეო)

 

Print