პოლიტიკა
ჭახათაში აღმოჩენილი დაზიანებული მღვიმის აღდგენა არ იგეგმება
FaceBook
ქუთაისის შემოგარენში, ჭახათაში აღმოჩენილი დაზიანებული მღვიმის აღდგენა არ იგეგმება, რადგან მას ბუნების ძეგლის სტატუსი არ აქვს.

ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოში გვითხრეს. შესაბამისად, არ შესწავლილა ჭახათას მღვიმის დაზიანებული იერსახე.

სააგენტოში განმარტავენ, რომ მღვიმე სპელეოლოგებმა გამოიკვლიეს. შედეგად, გამოიკვეთა, რომ მღვიმის შიდა ტერიტორიაზე არის სტალაგმიტები და სტალაგნატები, თუმცა, მღვიმე არ წარმოადგენს იმგვარ ღირებულებას, რომ ექვემდებარებოდეს დაცული ტერიტორიის კატეგორიის სტატუსის მინიჭებას.

"შესაბამისად, ობიექტის დაცვა აღემატება დაცული ტერიტორიების კომპეტენციას, რადგანაც მას არ აქვს ბუნების ძეგლის სტატუსი", - ამბობენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში. 

ახალაღმოჩენილი მღვიმის დაზიანებული იერსახის შესახებ ფოტოებია ქუთაისელმა ექიმმა, ვახტანგ სიხარულიძემ გაავრცელა, რომელმაც მღვიმე გასული წლის დეკემბერში აღმოაჩინა.

სპეციალისტების შეფასებით, მღვიმე უნიკალურია თავისი ნაღვენთი ფორმებით. მღვიმე, სავარაუდოდ, 30-50 000 წლის წინანდელია, რომელიც, ასევე, სავარაუდოდ, ქვედა ცარცული პერიოდისაა.



ამავე თემაზე:

უნიკალური მღვიმე ქუთაისში (ვიდეო)
Print