პოლიტიკა
მოსახლეობის 78% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა - NDI
FaceBook
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? - გამოკითხულთა 78%-ს დადებითი პასუხი აქვს. 

ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს ძირითადად 18-34 წლამდე ასაკის ადამიანები უჭერენ. 

ხოლო გამოკითხულთა 14%-სთვის ევროკავშირში გაწევრიანება მისაღები არ არის. 

შვიდი პროცენტით ნაკლებია ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი. კითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი? - გამოკითხულთა 71%-ს დადებითი პასუხი აქვს.  მათგან უმრავლესობა 18-54 წლამდე ასაკის ადამიანია. 

ხოლო გამოკითხული მოსახლეობის 17 %-სთვის ნატოში გაწევრიანება მიუღებელია.

კლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 13-29 ივლისს. შედეგები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და ეფუძნება 2,131 პირისპირ ინტერვიუს. ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია.


Print