პოლიტიკა
NDI - მოსახლეობის 41% ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი იყო
FaceBook
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 41% ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი იყო. 

მათგან 56% 50 წელს ზემოთ ასაკისაა. აღნიშნული აზრის მქონე ადამიანების ყველაზე დიდი მაჩვენებელი სოფლებსა (47%) და პატარა ქალაქებში (42%) დაფიქსირდა.



გამოკითხულთა  49%-ის აზრით, კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლება იყო. მათგან 54% 18-34 წლის ასაკისაა, ხოლო 53% - 35-54 წლის ასაკის.  აღნიშნული აზრის მქონე ადამიანების ყველაზე დიდი  მაჩვენებელი დიდი ქალაქებსა (61%) და თბილისში (58%) დაფიქსირდა.

კლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 13-29 ივლისს. შედეგები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და ეფუძნება 2,131 პირისპირ ინტერვიუს. ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია.
Print