პოლიტიკა
მოსახლეობის 50%-ს, გასულ წელს, საჭირო წამლის შესაძენად ფული არ ჰქონდა - NDI
FaceBook
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 50% ამბობს, რომ გასული წლის განმავლობაში ყოფილა შემთხვევა, მას ან მის ოჯახის წევრს წამალი სჭირდებოდა, მაგრამ არ ჰქონდა მათი შეძენის ფინანსური შესაძლებლობა. 


ასევე, გამოკითხული მოსახლეობის 54%-ს,  გასული წლის განმავლობაში, ფინანსური შესაძლებლობის არ ქონის გამო,  სამედიცინო მომსახურების გადადება მოუხდა.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47% ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლის საფასურია. 24%-ის აზრით, მთავარი პრობლემა ექიმისა და სამედიცინო პერსონალი პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. პრობლემების ჩამონათვალის სამეულში სამედიცინო მომსახურების და ექიმთა ვიზიტის საფასურია (გამოკითხულთა 14%).

კლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 13-29 ივლისს. შედეგები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და ეფუძნება 2,131 პირისპირ ინტერვიუს. ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია.

Print