პოლიტიკა
ქუთაისში ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
FaceBook
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში - მერსედესის და ოპელის მარკის ავტომობილები ერთმანეთს რუსთაველის ქუჩაზე შეეჯახნენ. შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა და ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟები შეფერხებულ საგზაო მოძრაობას აწესრიგებენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუარტაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია.
Print