პოლიტიკა
"ბიჭებს საჭმელიც აღარ აქვთ" - "ტორპედოს" ფანკლუბის აქცია ქუთაისის მერიის წინ
FaceBook
საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" გულშემატკივრები ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.
ფანკლუბის წევრები აცხადებენ, რომ კლუბში უკიდურესად მძიმე ვითარებაა, რაზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. მათი თქმით, ფინანსური კრიზისის გამო ფეხბურთელებს საკვებიც აღარ აქვთ.

"დღეს ჭამეს საჭმელი ბიჭებმა და მომმარაგებელმა თქვა, რომ ვეღარ მოიტანს პროდუქტებს. ოთხი ფეხბურთელი დარჩა გუნდში. თუ ახლა არ უშველეს "ტორპედოს" და დაკარგეს წამყვანი ფეხბურთელები, გუნდი აღარ იქნება"- აცხადებს "ტორპედოს" გულშემატკივარი ბაქარ მელაძე.

ფანკლუბის წევრები ქუთაისის მერთან, გიორგი ჭიღვარიასთან შეხვედრას ელოდებიან.
Print