პოლიტიკა
ხარაგაულში საცხოვრებელი სახლი დაიწვა - ოჯახის დასახმარებლად აქცია დაიწყო
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტ სოფელ ვახანში, მხატრიშვილების მრავალშვილიან ოჯახს სახლი დაეწვა.
მერიაში აცხადებენ, ოპერატიული მოქმედებების მიუხედავად, ხის სახლზე ცეცხლის ალი სწრაფად გავრცელდა.

ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, მალხაზ მხატრიშვილის რვა სულიან ოჯახს მერის სარეზერვო ფონდიდან დაეხმარებიან. 

"ოჯახის წევრებს, რომლებმაც, ფაქტობრივად, სახლიდან ვერაფრის გამოტანა ვერ შეძლეს, უკვე შეხვდნენ მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე და მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილი. მხატრიშვილები, დროებით, ნათესავის სახლში იცხოვრებენ", - აცხადებენ მერიაში. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ დაზარალებული ოჯახისთვის პირველადი საჭირო ნივთების შეგროვების მიზნით სოციალური აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში გროვდება ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტები.

დახმარების მსურველები დაუკავშირდით მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურს. ტელეფონის ნომრებზე: 599 85 26 52 ნანა კიკნაძე; 599 37 23 72 ალექსანდრე ტაბატაძე.
Print