პოლიტიკა
ყაჩაღობა თერჯოლაში - ოჯახს სამი პირი თავს დაესხა
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში მცხოვრებ ოჯახს თავს დაესხნენ.  

წინასწარი ინფორმაციით, სახლში სამი პირი შეიჭრა, რომლებიც ფულს და ძვირფასს ნივთებს ითხოვდნენ. არსებული ინფორმაციით, ნაცემია ერთ-ერთი ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც ოჯახის ორ წევრთან ერთად სახლში იმყოფებოდა. 


"სახლიდან არაფერი არ არის წაღებული, არც არაფერო ჰქონდათ და რას წაიღებდნენ. მოხუცები კი  ძალიან შეშინებულები არიან, ამბობენ სცემეს კიდევაცო,"- ამბობს ოჯახის მეზობელი.


შემთხვევა 30 აგვისტოს, ღამის საათებში მოხდა. ყაჩაღობაში მონაწილე პირები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print