პოლიტიკა
ქუთაისში მსვლელობა, "მარში კლიმატისთვის", გაიმართება
FaceBook
20 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისში მასშტაბური მსვლელობა "მარში კლიმატისთვის" მოეწყობა.
აღნიშნული ღონისძიებით საქართველო შეუერთდება მსოფლიო კამპანიას "GLOBAL STRIKE"-ს.

ორგანიზატორები "GLOBAL STRIKE" - ით მსოფლიო ლიდერებს კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

ქუთაისში დაგეგმილ ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" ახორციელებს, რომელიც გლობალური მოძრაობის 350.ORG წარმომადგენელია საქართველოში. 

ქუთაისის მუნიციპალიტეტმა "350.ORG"-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. აღნიშნულის საფუძველზე,, ქუთაისი 2050 წლისთვის სრულად უნდა გადავიდეს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე.

ქუთაისი პირველი ქალაქია კავკასიაში, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.
Print