პოლიტიკა
„რაინეარი“ საქართველოში ფრენებს ნოემბერში იწყებს - მემორანდუმს ხელი მოეწერა
FaceBook

ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.


მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.


ავიაკომპანია „რაინეარის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ამ დროისთვის უკვე მითითებულია ბილეთები თბილისიდან მილანის ბერგამოს აეროპორტის მიმართულებით. პირველი ფრენა 6 ნოემბერს შესრულდება და ფასი 19.99 ევროდან იწყება. ფრენები კვირაში ოთხი სიხშირით განხორციელდება.

პირველ ეტაპზე რაინეარი თბილისიდან მხოლოდ მილანში იფრენს, ქუთაისიდან კი, იტალიის ქალაქ ბოლონიასა და საფრანგეთის ქალაქ მარსელში.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავას თქმით, "რაინეარი საქართველოდან სულ 12 მიმართულებით იფრენს.

Print