პოლიტიკა
Ryanair-ი ქუთაისიდან და თბილისიდან ფრენებს შეასრულებს - ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერება
FaceBook

21 აგვისტოს, ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.

 


დოკუმენტს ხელი 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერება.

 

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი.

ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.

Print