ახალი ამბები
ხმაურის გადაჭარბების გამო, 2018 წლიდან, ქუთაისის მერიაში მხოლოდ ერთი შეტყობინება შევიდა
FaceBook
გადამეტებული ხმაურისთვის,  ქუთაისის მერიაში,  2018 წლიდან დღემდე, მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარი დაფიქსირდა.
მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ შესაბამის ობიექტს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა. 

"საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით შესაბამის ობიექტს მიეცა სიტყვიერი შენიშვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე ჯარიმა არ შედგენილა", - ამბობს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ლევან კინწურაშვილი. 

საქართველოში 2017 წლის 15 აგვისტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა, რომელიც გადამეტებული ხმაურისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმებას ითვალისწინებდა.

2018 წლიდან კანონის აღსრულება ადგილობრივ თვითმმართველობას დაევალა.



ამავე თემაზე:

ქუთაისში რესტორნის ხმაურით შეწუხებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ქუთაისიდან 21 დღეში ხმაურის გადაჭარბების გამო ცხელ ხაზზე 23 შეტყობინება შევიდა
Print