პოლიტიკა
აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით ქუთაისში გმირთა მემორიალი შეამკეს
FaceBook
ქუთაისში, აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი ყვავილებით ადგილობირვი მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეამკეს.

მემორიალთან დილიდან მივიდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილეებთან, ქუთაისის ვიცე-მერ დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები და მოქალაქეები. 

მემორიალთან გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

ქუთაისის მერიისგან, რვავე ოჯახს, რომლებმაც ომში ოჯახის წევრები დაკარგეს, 1000 ლარი ჩაერიცხათ.

სასულიერმა პირებმა, მემორიალთან გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი გადაიხადეს.

ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმაც. 

"ჩვენ აქ მოვედი იმისთვის რომ პატივი მივაგოთ იმ გმირების ხსოვნას, პატივისცემა გამოვხატოთ ყველა იმ ჯარისკაცის მიმართ რომელმაც არა მარტო 2018 წელს, ამედ მთელი რუსულ-ქართული საუკუნეობრივი ომის განმავლობაში იბრძოდნენ და სისხლი დაღვარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. დღეს არის მცდელობა რუსული ნარატივისა და შიდა დაპირისპირების შემოტანის ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ნამდვილად ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს", - ამბობს გიგა შუშანია. 


2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო. ქუთაისში ომში დაღუპულ მებრძოლთა 8 ოჯახი ცხოვრობს.
Print