პოლიტიკა
ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბეების მიმდებარედ სასტუმრო შენდება
FaceBook

ქუთაისში, ასსაფეხურინი კიბეების მიმდებარედ სასტუმრო შენდება.


2250 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებთან ერთად   შპს „ქუთაისი ინნ“ -მა   შეიძინა.

ეკონომიკის სამინისტრომ ქონება აუქციონზე, კონკრეტული ვალდებულებებით  გაყიდა.

უწყების ქონების მართვის სააგენტოში  ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ  კომპანიამ სამ წელსა და 6 თვეში ადგილზე  ყველაზე მცირე  50 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოაწყოს და 20 ადამიანი უნდა დაასაქმოს.


ვალდებულებების შესურულებლობის შემთხვევაში ქონება კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნდება.

შპს, რომელმაც ქუთაისში  სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება აიღო, ორი თვის წინ შეიქმნა.  კომპანია თბილისშია რეგისტრირებული და მისი მეწილეებიც დედაქლაქში  ცხოვრობენ. მისი დირექტორი და 12%-იან წილის მფლობელი ვლადიმერ ჯაოშვილია.


ბალახვნის კიბეებთან არსებულ   მიწის ნაკვეთს,  ქუთაისის მერია ეკონომიკის სამინისტროს ერთი წლის განმავლობაში სთხოვდა. ადგილობრივ თვითთმმართველობაში აცხადებდნენ, რომ მერიის მიერ ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია იმ  მიზეზით ვერ ხორციელდებოდა, რომ პროექტი სახელმიწფოს ბალანსზე არსებულ ტერიტორიასაც მოიცავდა. მერია კი მუშაობდა იმაზე, რომ უწყებას მიწის ნაკვეთი ქალაქისთვის უსასყიდლოდ გადაეცა.

მას შემდეგ კი რაც სამინისტრომ ქონება გაასხვისა, ქუთაისისი მერიამ პროექტი გადააკეთა და ის ქალაქის  ბალანსზე არსებული ტერიტორიის საზღვრებში მოაქცია.



როგორი უნდა ყოფილიყო და როგორი იქნება ასსაფეხურიანი კიბეები რეაბილიტაციის შემდეგ, ნახეთ აქ:

Print