პოლიტიკა
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩა, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის  მხრიდან,  ნაწილობრივ გადაიკეტება.

შეზღუდვა 6 აგვისტოს დილის 8 საათიდან 7 აგვისტოს 8 საათამდე იმოქმედებს.

მერიის ინფორმაციით,  სულხან-საბას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გადაადგილებას   ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან, გუგუნავას ქუჩის გავლით შეძლებენ.

ქუჩაზე მოძრაობა გზის საფარის დაგების შემდეგ აღდგება.  სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი აწარმოებს.

ქუთაისში, რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. გადათხრილი გზების გამო, ქუჩებზე გადაადგილება გართულებულია.











| Print |