პოლიტიკა
სამტრედიაში ერაყის მოქალაქისა და მისი მეუღლის ცემის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
FaceBook

სამტრედიაში ერაყის მოქალაქისა და მისი ქართველი მეუღლის ცემის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა.


 

უწყების ინფორმაციით,  ბრალდებულებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ცოლ-ქმარს,  რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის, ასევე, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით“,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

სამტრედიაში რამდენიმე პირი ერაყის მოქალაქესა და მის მეუღლეს  ფიზიკურად მიმდინარე წლის 1 აგვისტოს გაუსწორდა. შემთხვევა ქუჩაში მოხდა. როგორც დაზარალებულები ყვებიან, გადასასვლელზე გადადიოდნენ, რა დროსაც  დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანამ, სახელმწიფო ნომრებით, ჩაუარათ და მტვერი შეაყარათ.  ქალმა ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, რაც ავტომანქანაში მსხდომმა პირებმა გაიგონეს, მანქანა გააჩერეს და ცოლ-ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაზარალებული ქალბატონი იხსენებს, რომ თავდამსხმელ პირებს შორის ერთ-ერთი მამაოს ფორმაში იყო ჩაცმული.

| Print |