პოლიტიკა
რაჭიდან ქუთაისის საავადმყოფოში გადმოყვანილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
FaceBook
რაჭიდან ქუთაისში გამოყვანილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ლუკა ფოფხაძე ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. მკურნალი ექიმის მამუკა ნემსიწვერიძის ინფორმაციით, მოზარდი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს და მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

16 წლის მოზარდი რაჭიდან კლინიკაში 19 ივლისს შეიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი შეუძლოდ ზღვიდან დარუნების შემდეგ გახდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც რეანობილით გადაყვანა გახდა საჭირო. მოზარდის მამიდის ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, გზაში რეანომობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია.

პაციენტი ტყიბულში კლინიკაში მიიყვანეს. მისივე თქმით, საჭირო გახდა მეორე რეანომობილის გამოძახება, რომელმაც სამი საათი დააგვიანა. მოზარდის ახლობლების მტკიცებით, რეანომობილის ექიმი გადაყვანაზე უარს ამბობდა, აცხადებდა, რომ მდგომარეობა იმდენად რთული იყო, გადაყვანა უშედეგო იქნებოდა. ფაქტს გამოეხმაურა ქუთაისში მყოფი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

მისი თქმით, დადასტურდა აპარატურის დაზიანება, რამაც პაციენტის დაყოვნებდა და მდგომარეობის გართულება გამოიწვია. მისი თქმით, დაიწყო მოკვლევა და სავარაუდოდ, დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა.

კითხვაზე, რატომ არ არის ყველა რეგიონში ერთი რეანომობილი განთავსებული, პასუხობს, რომ ყველა კლინიკასთან რეანომობილის დაყენება ვერ მოხერხდება და საჭიროების დროს ხდება ადგილზე გასვლა. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით 80 ერთეული რეანომობილია.
Print