პოლიტიკა
"2020 წელს ქუთაისში ახალი ავტობუსები გამოჩნდება "- ქუთაისის მერი
FaceBook
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, 2020 წლიდან ქალაქში ახალი, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს.
პირველ ეტაპზე ქუთაისის მერია 60 ერთეულ ავტობუსს "ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის" (იბიარდი) დაფინასებით შეიძენს. ტრანსპორტი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება.

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა" გამოთქვა მზაობა, რომ გამოაცხადოს ტენდერი ავტობუსების შესაძენად. ასევე, იბიარდი ჩაატარებს კვლევას მგზავრობის ტარიფის დასადგენად. არ ვვარაუდობთ ფასის კატასტროფულად ზრდას", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მერის თქმით, წელსვე დაიწყება ავტობუსების  მომსახურების სერვისცენტრების მშენებლობაც.

გიორგი ჭიღვარიამ მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანაზე მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მერმა მიმდინარე წელს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა.


Print