პოლიტიკა
სოციალურ საცხოვრისში ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება მიმდინაროებს
FaceBook

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის ჩამონგრევასთან დაკავშირებით ქალაქის მერია განმარტებას აკეთებს.


ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ჭერი ე.წ სათავსო ოთახში ჩამოინგრა, რომელიც საცხოვრებლად არ გამოიყენება. მერიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საცხოვრისის ტერიტორია ჩამონგრეული სამშენებლო მასალებისგან გასუფთავდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.


ქალაქში სოციალური საცხოვრისი ორი წლის წინ გაიხსნა, რომლის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

საცხოვრისის მშენებლობასთან დაკავშირებით ათვისებულ ხარჯებზე კითხვები  პროკურატურას აქვს,  რომელზე გამოძიება ერთი წელია მიმდინარეობს.

Print