პოლიტიკა
ბაღდათში მარიხუანის კულტივაციისთვის ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სამართალდამცავებმა 36 ძირი კანაფი   ამოიღეს. ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის დაკავებულია ერთი პირი.

მცენარე სამართალდამცავებმა დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთში ამოიღეს.



მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას გულისხმობს.

დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 


Print