პოლიტიკა
„ხალხის მტერი“ მესხიშვილის თეატრში
FaceBook
20 ივლისს,  მესხიშვილის თეატრში სპექტაკლის " ხალხის მტერი" პრემიერა გაიმართება.

აღნიშნულ სპექტაკლს დმანისის ზინაიდა კვერენჩხილიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს.

მესხიშვილის თეატრი დმანისის თეატრს, ფოთის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, მასპინძლობს.

სპექტაკლი, ჰენრიხ იბსენის პიესის მიხედვით, რეჟისორმა გიორგი სავანელმა დადგა. 

დასწრება თავისუფალია.

დასაწყისი 19 საათზე,
Print