პოლიტიკა
ქუთაისის მერს ვარსკვლავი გაუხსნეს (ვიდეო)
FaceBook
პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისის მერს მოგზაურ სენკევიჩის სახელობის ვარსკვლავი გაუხსნა.
გოგი წულაიამ ქალაქის მერიის წინ შამპანური მიიტანა და ამ ფორმით, მერიის მიერ მივლინებებში ბიუჯეტიდან  თანხის დახარჯვა გააპროტესტა.

მისი თქმით, ქალაქის მერი გამუდმებით მოგზაურობს, მივლინებებში და ექსკურსიებში ადგილობრივმა ხელუსუფლებამ 6 თვის განმავლობაში 155 ათასზე მეტი დახარჯა და სწორედ, ამიტომ შეარქვეს გიორგი ჭიღვარიას მოგზაურ სენკევიჩის სახელი.

,,ქუთაისი მიგრაციის კუთხით პირველია საქართველოში, მესამე ადგილზეა გამონაბოლქვისგან სიკვდილიანობით, გზები გადათხრილია, ხალს ეკონომიურად უჭირს და ამ დროს ქალაქის მერი გამუდმებით მოგზაურობს. უტიფრობაა და მეტი არაფერი", -  ამბობს  გოგი წულაია.


Print