პოლიტიკა
სამტრედიაში დაგეგმილი ანტისაოკუპაციო აქცია დაპირისპირების გამო ჩაიშალა
FaceBook
სამტრედიაში დაგეგმილი ანტისაოკუპაციო აქცია დაპირისპირების გამო ჩაიშალა. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. მიზეზი ხიდზე დაგეგმილი პერფორმანსი გახდა. მოქალაქეებმა ახალგაზრდეს ხიდზე ბანერის, წარწერით "გახარია წადი" გადმოფენის უფლება არ მისცეს.

მათი თქმით, არ დაუშვენებ მსგავსი აქციის მოწყობას. აქციის მონაწილეებს ხიდზე ბანერის მიტანის უფლება არ მისცე ადგილზე მყოფმა დაცვის თანამშრომლებმა და რკინიგზის წარმომადგენლებმ.

მათი განცხადებით, ხიდი "საქართველოს რკინიგიზის" დაქვემდებარებაშია და ბანერის გამოფენის ნებართვაც მათგან უნდა ქონდეთ. აქციის მოწინააღმდეგეებს პროტესტი ქონდათ გადამღები ჯგუფის მიმართაც და გადაღების უფლებას ზღუდავდნენ. აქციის მოწინააღმდეგებმა, მოგვიანებით მერიის შენობასთან გადაინაცვლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე, ტელევიზიას კვლავ შეუზღუდეს გადაღების უფლება.

ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ გადამღებ ჯგუფს სამტრედიის ტერიტორია დაეტოვებინა. რამდენიმე ავტომობილი აედევნა ტელევიზიის ავტომობილს, ვიდრე ქალაქის ცენტრს არ დაშორდა რამდენიმე კილომეტრით.
Print