პოლიტიკა
წყალტუბო იმერეთის აგრო-ტურისტულ ფესტივალს მასპინძლობს
FaceBook
წყალტუბოში  იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალზე იმერეთში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია  და რეწვის ნიმუშებია წარმოდგენილი.

ღონისძიებაში რეგიონში მოქმედი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ფერმერული მეურნეობები მონაწილეობენ.

ფესტივალზე  მისულ სტუმრებს საშუალება  აქვთ  დააგემოვნონ და შეიძინონ ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი: ღვინო, თაფლი, მოცვი, ჩირი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და სხვა.

ფესტივალზე იმყოფება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე,  სოლომონ პავლიაშვილი, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ზვიად სალამბერიძე და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი,  ცოტნე ზურაბიანი.

„იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის მიზანია ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია.

ღონისძიებას  კონცერტი დაასრულებს, რომელშიც  ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.







Print