პოლიტიკა
"მადლობა სუს-ს, რომ მისმენს და ამ წვიმაში მოვიდნენ და დაიწყეს გზის გაკეთება" - გოგი წულაია (ვიდეო)
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ, გოგი წულაიამ ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე ფილები დააგო.



გოგი წულაიას თქმით, მისი ბრიფინგის დაანონსებისთანავე პუშიკინს ქუჩაზე სამუშაოები დილიდან დაიწყო. 

"მადლობა სუს-ს რომ მისმენს და აი, ამ წვიმაში მოვიდნენ და დაიწყეს გაკეთება. კარგია რომ აკეთებენ, მაგრამ მაინც და მაინც ჩემი ბრიფინგი უნდა დასჭირდეს. ქუთაისში მყოფი ტურისტების 99% ამ ქუჩაზე დადის. ჩაარტყამდა მანქანა, დაასველებდა ტურისტს", - ამბობს გოგი წულაია.

ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის წარმომადგენლებიც. ბექა ყურაშვილის თქმით, მთელი ქალაქის მასშტაბით ბევრი დაზიანებებია და ამიტომ გაიწელა აღნიშნული ქუჩაზე სამუშაოების დაწყება. გოგი წულაიას თქმით, პუშკინის ქუჩაზე პრობლემა 4 წელია არსებობს. 


Print