პოლიტიკა
"ჟესტი - ხელით დაფარული თვალი, გაგვახსნებს გახარიას გმირობას" - ქუთაისის საკრებულოს წევრი
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ალეკო ახალაძე გიორგი გახარიას მხარდამჭერ პოსტს სოციალურ ქსელ ფეისბუქში აქვეყნებს.
"ჟესტი - ხელით დაფარული თვალი, მუდამ გაგვახსენებს ტკივილს, ცისფერებსა და დამნაშავე პარტიებს! ასევე, გახარიას გმირობას!", - წერს ის.




რუსთაველზე განვითარებული მოვლენების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო მედიის 31-მა წარმომადგენელმა. თანამდებობა უკვე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ,

ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, თუმცა, აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის და პოსტიდან უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარიაც.

Print